PCR​ ტესტით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინი არ შეეხებათ

15 ოქტომბერი 2020, 14:07 1443 ნახვა

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტის პასუხი ექნებათ, საკარანტინე სივრცეში აღარ გადაიყვანენ. გიორგი გახარიას განცხადებით, გადაწყვეტილება დღეს მიიღეს. 

საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის სქემა, ახალი ფრენების გახსნის შემდეგ ამოქმედდება. 

''ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინე სივრცე არის ძირითადი ბუფერი, რომ ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა შევაჩეროთ. ამ მეთოდმა დიდი როლი შეასრულა, ვირუსის გავრცელების პირველ  ეტაპზე. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეების გადაყვანის სქემა შეიცვლება. 

ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში