შევიძინეთ უპრეცედენტო რაოდენობის გრიპის ვაქცინა - ჯანდაცვის მინისტრი 

15 ოქტომბერი 2020, 14:23 1190 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღრიცხულია ყველა ის ადამიანი, ვისაც გრიპის ვაქცინა ესაჭიროება და მათ ეტაპობრივად დაუკავშირდებიან. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, წელს უპრეცედენტო რაოდენობის გრიპის ვაქცინაა შეძენილი.

''ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება იმას, რასაც საქართველო წინა წლებში მოიხმარდა. ხშირად გვქონდა გამოუყენებელი ვაქცინა, ვინაიდან ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. გვქონდა მოლოდინი, წელს ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, შევიძინეთ სამჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე ამას ვგეგმავდით ყოველწლიურად.

ვაქცინის გამოყენებასთან არის კონკრეტული სტრატეგია და ის გამოიყენება რისკჯგუფებში. ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ, თუ ვინ არის რისკჯგუფში და შესაბამისად, პირველ ეტაპზე მოხდება იმ ადამიანების აცრა, ვისაც ის უკიდურესად დროულად ესაჭიროება.

დღეს გვაქვს პირველი რაოდენობა მიღებული და შემდეგ კვირაში ველოდებით დამატებით ვაქცინას. ნოემბრის პირველ ნახევარში გვექნება ვაქცინის სრული მოცულობა შემოტანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში