ბათუმში კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

15 ოქტომბერი 2020, 18:03 6838 ნახვა

ბათუმში, კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტს ​კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კოვიდ სასტუმროში გადაიყვანა.

უწყების ცნობით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილის ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია.

''დღეს დაფიქსირდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა. მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. იყო უეცარი სიკვდილის ფაქტი. საუბარი იყო მსუბუქ შემთხვევაზე როდესაც პაციენტს გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მას გვიან საღამოს ესაუბრნენ ოჯახს წევრები და ასევე სხვა კოლეგები. ეს გახლდათ სავარაუდოდ თრომბოემბოლით გამოწვეული გართულებული შემთხვევა. ეს არის პირველადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ კლინიცისტებისგან მივიღეთ'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში