აქცია ინფრასტრუქტურის მოწყობის მოთხოვნით

15 ოქტომბერი 2020, 18:31 1176 ნახვა

აქცია იყო ბათუმის მერიასთან. შემოერთებულ ტერიტორიზე, ლევან გოთუას ქუჩის 1 ჩიხის მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემა წლებია აწუხებთ. აქციის შემდეგ კი მათ მიიღეს დაპირება, რომ სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ მერიამ შესაბამისი პროექტი უკვე შეიძინა, კომპანია კი სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში