ევროკავშირმა „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსი მაღალჩინოსნები დაასახელა

15 ოქტომბერი 2020, 18:34 1490 ნახვა

ევროკავშირმა ოფიციალურად აამოქმედა სანქციები რუსეთის 6 ფიზიკური პირისა და ერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ევროპაში ოპოზიციური პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. სიაში მოხვდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს უფროსი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის საკითხებში სამმართველოს უფროსი, ციმბირში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე. სანქცია გამოცხადდა რუსეთის ერთი ორგანიზაციის - ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ. სიაში მოხვედრილებს ევროკავშირში მოგზაურობა ეკრძალებათ და აქტივები გაიყინება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში