გაქცევა თუ არა, - გაქცევა: ჯუმბერ ვარდმანიძე

15 ოქტომბერი 2020, 19:47 2769 ნახვა

ჯოჭოში სტიქიის დროს, ტრაგიკულად დაღუპული თედორაძეების ოჯახის წევრების არაერთი თხოვნის მიუხედავად, რომ არ გასულიყო კაბინეტიდან, ჯუმბერ ვარდმანიძე მაინც წავიდა. დღეს ხელვაჩაურის მერი კვლავ მოექცა მედიის თვალთახედვის არეში. დაღუპულის დედა და დეიდები დილიდან მერის კაბინეტში იმყოფებოდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ირწმუნებიან, რომ მერიამ ოჯახის მიმართვა და გეოლოგიური დასკვნა დამალა, ტრაგედიის შემდეგ კი მერია პასუხიმგებლობას გაექცა.

ამბობენ, რომ მერი სამძიმარზეც არ მისულა. ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას გეოლოგიის სამსახურსაც აკისრებს. ჯუმბერ ვარდმანიძეს მიაჩნია, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. აცხადებს, რომ თუკი მისი ბრალეულობა დადგინდება, მზადაა პასუხი აგოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში