საფრენი აპარატების ახალი საწარმოს შენობა

16 ოქტომბერი 2020, 15:58 1474 ნახვა

„თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება. 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და „დელტას“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

შენობა საქართველოს თავდაცვის და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დაათვალიერეს, რომლებიც “დელტასა”და “თბილავიამშენში” სტაჟირებას გადიან. ამ ეტაპზე ახალ საამწყობრო საწარმოში საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული შუ-25 ტიპის თვითმფრინავები რემონტდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში