საიას ანგარიში და რეკომენდაციები პარლამენტს

16 ოქტომბერი 2020, 15:32 1412 ნახვა

"საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“ - საიამ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. იგი 2019 წლის და მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის საქმიანობას მოიცავს. კვლევის ფარგლებში გამოკვლეულია ინტერპელაცია, სამთავრობო საათი, მინისტრების ანგარიში, საკომიტეტო კონტროლი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო კონტროლი ახალი რეგლამენტის შემდეგ გაუმჯობესებულია, თუმცა ხარვეზები მაინც არის. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი რეკომენდაცია გულისხმობს სამთავრობო საათის შემოღებას, რომელიც ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს.

საიას ანგარიშს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გამოეხმაურა, გია ვოლსკმა თქვა, რომ დოკუმენტის გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ახალი პროგრესული რეგლამენტი აღიზიანებს კონკრეტულ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, თუ პოლიტიკური სიმპატიები გააჩნიათ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში