შიმშილი - კოვიდ-შეზღუდვების მოსახსნელად

16 ოქტომბერი 2020, 19:53 1527 ნახვა

აჭარის მთავრობასთან ერთ-ერთმა მოშიმშილემ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

შიმშილობას შვიდი მოქალაქე აგრძელებს, ისინი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, რადგან აცხადებენ რომ პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩნენ და საფინანსო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში