კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

17 ოქტომბერი 2020, 12:50 3937 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განახლებული სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 16285 გახდა.

კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.გამოჯანმრთელდა – 214.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი-397, აჭარა-226, იმერეთი 232, კახეთი-13, სამეგრელო ზემო-სვანეთი-27, გურია-6, შიდა ქართლი-14, ქვემო ქართლი-20, მცხეთა მთიანეთი-15, სამცხე ჯავახეთი-8.

კარანტინის რეჟიმშია - 5900, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში