''მიუღებელი“- პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტის გინების სკანდალზე

17 ოქტომბერი 2020, 12:15 1087 ნახვა

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმასა და შეურაცხყოფას მედიის მიმართ“ _ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან  ჟურნალისტის გინების  საკითხს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს მათთვის მიუღებელი იყო და სამომავლოდაც ასე იქნება.

საქმე ეხება ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის სატელეფონო ჩანაწერს, სადაც მან ჟურნალისტს კრიტიკული კითხვების საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არჩილ თალაკვაძე მერის მხრიდან უკანონო მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კანონდარღვევის აღმოფხვრისთვის არსებობს კანონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში