პარიზში მასწავლებელი მოკლეს

17 ოქტომბერი 2020, 12:10 1445 ნახვა

საფრანგეთში მასწავლებელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. საქმეს პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.  თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. ინციდენტი ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე, სასწავლო დაწესებულების გვერდით მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მასწავლებელი იყო, სავარაუდო მკვლელი - ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი. ცოტა ხნით ადრე, მოკლული თავისი მოსწავლეებისთვის სიტყვის თავისუფლების შესახებ გაკვეთილს ატარებდა და მათ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში