„მრავალეროვანი საქართველოს“ მონიტორინგის შუალედური ანგარიში

17 ოქტომბერი 2020, 15:20 1291 ნახვა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 8, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და აგიტაციის წესების დარღვევის - 8, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის 5, საარჩევნო პლაკატების დაზიანების მრავალი, საარჩევნო ბანერის დაზიანების - 2, მუქარის - 4, ფიზიკური ანგარიშსწორების 5, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 1, ამომრჩეველთა პირადი მონაცემების სავარაუდოდ უკანონოდ შეგროვების - 2, მედიისათვის საქმიანობაში ხელშეშლის - 4 ფაქტი.

ამასთანავე, გამოვლენილია სიძულვილის ენის შემცველი - 1, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა შორის შუღლის გაღვივების და დაპირისპირების გამომწვევი და წამახალისებელი შინაარსის - 4 საჯარო განცხადება.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია წინასაარჩევნო პროცესები, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში