მთავრობის სახლთან 9 ადამიანი შიმშილობს

17 ოქტომბერი 2020, 15:17 1064 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მდუმარე აქცია გრძელდება. პროტესტს კიდევ 2 ადამიანი შეუერთდა. პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, რადგან აცხადებენ რომ პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩნენ და საფინანსო ვალდებულებებს ვეღარ ასრულებენ.

ამ დროისთვის პროტესტის უკიდურეს ზომას შიმშილობას 9 მოქალაქე განაგრძობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში