ეპიდსიტუაცია მსოფლიოში

17 ოქტომბერი 2020, 15:56 1460 ნახვა

ამ დროისთვის „დექსამეტაზონი“ წარმოადგენს ერთადერთ მედიკამენტს, რომელმაც თავისი ეფექტურობის დემონსტრირება მოახდინა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.  მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის მსხვერპლთა რიცხვმა მილიონ ასი ათასს გადააჭარბა. 

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“ უკვე 39 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებისა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-შია. აქ  კორონავირუსული ინფექციის 8 მილიონამდე  შემთხვევა გამოვლინდა, 217 ათასს 987 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში