ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთში

05 აპრილი 2016, 00:00 5586 ნახვა

ქობელეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. არჩილ ხაბაძე ჩოლოქის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროცესს, ფიჭვნარში სტადიონების მშენებლობასა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდება. სამუშაოებისთვის 17 მლნ ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში