მონიტორინგი  რეკომენდაციების შესრულებაზე    

18 ოქტომბერი 2020, 12:15 917 ნახვა

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს. უწყების თანამშრომლები მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ. დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებით უზრუნველყოფენ. კონტროლი საპატრულო პოლიციის მიერ მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში