აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები ყველასთვის

18 ოქტომბერი 2020, 12:13 1160 ნახვა

აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილები და პრომო კლიპის გადაღებები  დასრულდა. პროექტ "გემრიელი აჭარას" ფარგლებში ცნობილმა შეფმზარეულებმა ადგილობრივ მზარეულებთან ერთად 10-მდე ტრადიციული აჭარული კერძი მოამზადეს და მათი თანამედროვე ვარიანტები მასტერკლას აჩვენეს სტუმრებს. განიხილეს  ტრადიციული კერძების სერვირება, შეფუთვა და მომხმარებელთან მიტანის სტანდარტები.

ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებისა და დესერტების გადაღებები აჭარაში დასრულდა.  პროექტის მიზანი აჭარული კერძების პოპულარიზაცია და რეგიონში კულინარიის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოგაკვეთილები ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე განთავსდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში