"ოცნების ქალაქში’’ მაცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს

18 ოქტომბერი 2020, 17:19 1550 ნახვა

,,ოცნების ქალაქში’’ მაცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. 

მათი შეკრების მიზეზი ე.წ ,, ოცნების ქალაქის’’ მშენებლობა და კრიტერიუმების განსაზღვრაა. როგორც მთავრობის სახლთან შეკრებილები განმარტავენ, მათ ამ დრომდე არა აქვთ საბუთი,რომელშიც აღწერილი იქნება თუ რომელი და რამდენი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს ,, ოცნების ქალაქში’’. 

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, დასახლებაში გამრიცხველიანობის მოწესრიგებაა. იმის გამო რომ დასახლებაში ელექტრო კაბელები არასწორად არის მიერთებული 7 საცხოვრებელი სახლი უკვე დაიწვა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებენ, რომ არჩევნებამდე ხალხს საბუთი გააცნოს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში