“სოლიდარობის ალიანსის“ წინასაარჩევნო შეხვედრა

18 ოქტომბერი 2020, 20:15 2030 ნახვა

სოციალური ცვლილებები, რეფორმები ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში - ამ საკითხებზე ესაუბრნენ პარტია “ჩვენი  საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერები ამომრჩევლებს. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დღეს, თამარის დასახელებაში რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

მარიამ ჯაში და გოჩა გუგუნავა მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამას აცნობენ. მათი თქმით, 19 პუნქტიან დოკუმენტში მთავარი აქცენტი სოციალური პრობლემების დაძლევასა და ღირსეულ შრომით პირობებზე კეთდება, მათ შორისაა საშემოსავლო გადასახადების შემცირების სქემა და უმუშევრობის დაზღვევა. “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ ახალდაფუძნებული პოლიტიკური პარტიაა.

პარტიას კანდიდატები წარდგენილი ჰყავს, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში