დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა

19 ოქტომბერი 2020, 11:35 1106 ნახვა

პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. 

''​კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა...

ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია რომ ძალიან ვერაგი ვირუსია...

კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს'' - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ასევე covid-19 დაუდასტურდა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგველაშვილსაც. დეპუტატის თქმით, ის სახლში ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით მკურნალობს. ​კორონავირუსი აქვს მის შვილსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში