კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

19 ოქტომბერი 2020, 11:38 1037 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 360 ჩვენს რეგიონში. აჭარაში მკურნალობას გადის 640 პაციენტი, 20 არასრულწლოვანი, 30 ორსული.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში  7 კოვიდ ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში