გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება

19 ოქტომბერი 2020, 11:39 927 ნახვა

დღეიდან გორის სასამართლოში იმ ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება, რომელთაც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული პირების ბედი ნაწილობრივ უნდა გადაწყვიტონ. საუბარია ვახტანგ ჩიქოვანზე, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილზე. ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა თქვან, არიან თუ არა დაკავებულები დამნაშავეები გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს კიდევ ორ ბრალდებულთან ერთად შაქარაშვილის მკვლელობაშიც ედებათ ბრალი, თუმცა ამ საქმეს კვლავ მცხეთის სასამართლო განიხილავს.  პროცესების ნაწილი ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ინაცვლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში