ვითარება მთიან ყარაბაღში

19 ოქტომბერი 2020, 11:41 1051 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მისივე თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვიეს და აზერბაიჯანული დასახლებების წინააღმდეგ მძიმე არტილერია გამოიყენეს.„აზერბაიჯანის არმიამ მტერს უპასუხა და რამდენიმე დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა,“- წერს ალიევი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის არმიის ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელთაგან ორი სომხეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ჩრდილოეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის წინსვლა შეჩერდა და ყველაზე სასტიკი ბრძოლები ამჟამად სამხრეთის მიმართულებაზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში