აჭარის მთავრობის წინ შეკრებილმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

19 ოქტომბერი 2020, 13:16 1501 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოშიმშილეები შიმშილობას წყვეტენ. მათი განცხადებით, გუშინ გვიან ღამით მათ მთავრობის წარმომადგნლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა ამავდროულად განუცხადეს, რომ პრობლემა მასშტაბურია და მის მოგვარებას დრო სჭირდება.

მთავრობის სახლის წინ სულ 10 პირი შიმშილობდა, ცხრამ პროტესტის დორებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ერთი კი შიმშილობას აგრძელებს.

მოშიმშილეების განცხადებით, დამხარებას მთავრობის თავმჯდომარეც დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

მოშიმშლეთა უმეტესობა ქალებია, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს. მათი განმარტებით ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ბანკის ვალებსა და ქირის საფასურს ვერ იხდიან.

მოშიმშილეთა განმარტებით, შიმშლობის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ისიც, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში მათი ჯანმრთელობის მდგომაროება დამძიმდა, ასევე სახლში მარტოდ ჰყავთ დატოვებული შვილები.

ამბობენ, რომ პერმანენტულად საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ მანამ,სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მეტად მასშტაბური გახდება.

აქციის მონაწილეები: არჩევნებამდე საბანკო სესხების გადავადებას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და გაზრდას, ასევე სტუდენტებისთვის შეჩერებული სტატუსის აღდგენას​ და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში