დღეს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან - ტიკარაძე

19 ოქტომბერი 2020, 14:38 1366 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან.

"ამ კვირაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით ცხელი ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფერხება, გვქონდეს დროული ზარები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ცხელი ხაზის - 15 05-ის სამსახურში საშტატო შერჩევა მიმდინარეობს. დღეს გვაქვს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის საკადრო რესურსი გაუმკლავდება, რომელთა მობილიზებაც მოხდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იყო შეფერხებები 112-ზე შემოსულ ზარებთან დაკავშირებითაც, რომელიც არა მხოლოდ „კოვიდის“ პერიოდში, არამედ სხვა დროსაც არაერთხელ ყოფილა ნახსენები.

"სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბინიდან კლინიკებში 226 მოქალაქე გადაიყვანეს, საკარანტინო ზონიდან  19, ასევე ბინიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანაც მათი მოვალეობაა. 

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველანაირად ვცდილობთ, პაციენტებს მინიმალური დაყოვნება ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმასაც, რომელ პაციენტს ესაჭიროება მეტად მყისიერი რეაგირება, რათა არ გვქონდეს გართულებები, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენვე მოვახდინოთ იდენტიფიცირება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში