კოვიდის ფრონტმა თბილისში გადაინაცვლა

19 ოქტომბერი 2020, 20:06 1345 ნახვა

საქართველოში, COVID 19-ის კვლავ ოთხნიშნა მატებაა. ქვეყანაში ვირუსის აქტიური შიდა გავრცელება გრძელდება. სპეციალისტები რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ბევრს საუბრობენ. კორონავირუსს დღეს, კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა. თბილისში, ბათუმში, სენაკსა და თერჯოლაში. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში მეორე ტალღა ჯერ არ დამდგარა და ახლა კორონავირუსის გავრცელების პირველ ტალღაში ვიმყოფებით. პაციენტების მიღების რა რესურსი აქვს აჭარაში საავადმყოფოებს, რა ხდება კოვიდ ცენტრებში და როგორია ეპიდვითარება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში