ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში, ცხელების მქონე მოქალაქეებს, შესაძლოა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდეთ - გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:49 2653 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა მოხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტებით.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციის მონიტორინგი. ჯერ-ჯერობით არის მხოლოდ რინო და ადენო ვირუსები,ასევე არის კორონავირუსი. არ ცირკულირებს გრიპის ვირუსი. როდესაც ცხელებით მიდის ადამიანი კლინიკაში, ყველა კოვიდდადებითი არ არის. დღეს მზადდება და ხვალიდან თბილისა და ქუთაისში ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე.

ჩვენ გვაქვს კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი და „პისიარს“ შევაშველებთ. რიგები რომ არ იყოს, ცხელების ცენტრში მოხდება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ანტიგენის ტესტი უკვე, თითქმის თავისი მგძნობელობით მიუახლოვდა „პისიარის“ სარწმუნოებას და უმრავლეს შემთხვევაში მას გამოვიყენებთ. დადგინდება ჯგუფები, დადგინდება ვის გაუკეთდება „პისიარი“ და ვის ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში