აეროპორტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც პირველი ნოემბრიდან ფრენები განახლდება 

20 ოქტომბერი 2020, 14:16 2066 ნახვა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იმ აეროპორტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა მიმართულებითაც მოიხსნება რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა.

"გაცნობებთ, რომ „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გაფართოვდა იმ აეროპორტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც მოიხსნება რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება პირდაპირი ფრენების განახლება. კერძოდ, 2020 წლის 1 ნოემბრიდან, შეზღუდვა მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

• დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);

• ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);

• ათენი (ICAO-ს კოდი LGAV).

• ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);

• ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);

• ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);

• მილანი (ICAO-ს კოდი LIME);

შეზღუდვა ასევე იხსნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:

კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);

• ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);

• დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).

ჩამოთვლილ მიმართულებებზე რეგულარული საჰაერო რეისების განახლების კონკრეტული თარიღების, ფრენის სიხშირისა და განრიგის შესახებ,დეტალური ინფორმაცია შესაბამის ავიაკომპანიებთან გამართული ტექნიკური კონსულტაციების და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ოპერირების ნებართვის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი"-აცხადებენ სააგენტოში.

მათვე განმარტებით, სხვა მიმართულებებით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაგრძელდება 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში