მევენახეების პრეტენზიები

20 ოქტომბერი 2020, 14:40 984 ნახვა

ქედის ღვინის ქარხანა 19%-ზე დაბალ შაქრიან ცოლიკაურის ყურძენს არ იბარებს, რის გამოც მევენახეები პრეტენზიას გამოთქვამენ. ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და ამტკიცებენ, რომ ყურძნის შაქრიანობასაც არასწორად ზომავენ. წინასწარ ცოდნის შემთხვევაში კი ამბობენ, რომ მოთხოვნებს გაითვალისწინებდნენ. მევენახეებს დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა, გიორგი სურმანიძის განცხადებით ფერმერებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ. ქედის ღვინის ქარხნის მენეჯერი ამბობს, რომ განსაზღვრული კრიტერიუმების შესახებ ფერმერები ინფორმირებულები იყვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში