სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში

21 ოქტომბერი 2020, 11:51 1716 ნახვა

ქედაში, სოფელ პირველ მაისში ეკო მიგრანტთა საცხოვრებლის მშენებლობა სრულდება.  დარჩენილია კოსმეტიკური სამუშაოები. პროექტი ეპიდ სიტუაციის გამო ერთი თვით შეჩერებული იყო. სატენდერო პირობების მიხედვით,  აშენდა ხუთ სართულიანი კორპუსი, სადაც 20 ბინა განთავსდა. პროექტის ღირებულება მილიონ 530 ათასი ლარია. ბინებს, სოფელ აგარაში ზვავსაშიშ და ქვათაცვენის ტერიტორიაზე მცხოვრებლები მიიღებენ. ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, პროექტის ჩაბარების შემდგომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შემოსულ განცხადებებს გეოლოგიურ დასკვნებთან ერთად განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში