ვითარება ყარაბაღში

21 ოქტომბერი 2020, 11:51 1296 ნახვა

სომხეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ტერტერისა და რაიონის სხვა ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანი ოპერატიულ ვითარებას მთელს ფრონტზე აკონტროლებს. განადგურებულია მოწინააღმდეგის კიდევ 3 საარტილერიო რაკეტა, რამდენიმე ნაღმტყორცნი და 3 სატვირთო მანქანა პერსონალით,“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში. თავის მხრივ სომხური მხარე აზერბაიჯანს ადანაშაულებს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ კიდევ ერთი “ბაირაქტარ ტებე2-ის ტიპის თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.  სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებით კი, რუსეთში საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა, თუმცა ვიზიტის დღის წესრიგი უცნობია. 23 ოქტომბერს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში