ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში 12 ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმეს

21 ოქტომბერი 2020, 12:01 1263 ნახვა

ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში 12 ობიექტი დააჯარიმეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, აკრძალვების მიუხედავად ისინი 22:00 საათის შემდეგ მაინც მუშაობდნენ.

ბექა ფერაძის თქმით, მათ შორის სამი დაჯარიმების მიუხედავად მაინც მუშაობდა, აღნიშნული ობიექტების საქმეზე უკვე გამოძიება დაიწყო და პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო.

''როგორც იცით ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე რამდენიმე მსხვილ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და გუშინ უკვე დაემატა მცხეთის მუნიციპალიტეტში ათი საათის შემდეგ გასართობი ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვებია დაწესებული. შრომის ინსპექციამ განახორციელა მონიტორინგი და გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რაზეც შესაბამისი რეაგირება განხორციელდა. ობიექტები 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. კანონმდებლობის მიხედვით, დარღვევის განმეორებით ჩადენა იწვევს სისიხლის სამართლებრივ პასუხისმგბელობას. სამი ობიექტი ჯარიმის მიუხედავად მაინც აგრძელებდა აქტივობებს. მოვახდინეთ რეაგირება შს სამინისტროსთან და დაიწყო გამოძიება'' - განაცხადა ბრიფინგზე ბექა ფერაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში