სპეცოპერაცია ზუგდიდში

21 ოქტომბერი 2020, 20:49 1019 ნახვა

ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე საათია ვითარება უმძიმესია. საქართველოს ბანკის ფილიალში, თავდამსხმელს 19 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი.

შენობაში მძევლად არიან, როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე - კლიენტები.

ერთადერთი მოთხოვნით მიიღოს 500 ათასი ამერიკული დოლარი და ტერიტორია დაატოვებინონ ვერტმფრენით. 2 საათი ჰქონდა მიცემული ბოროტმოქმედს თანხის მიღების სანაცვლოდ.

მას აქვს ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, ისტოლეტი და ხელყუმბარა ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს თვითმხილველი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი კატეგორიულად მოითხოვა მედიასაშუალებებისგან, მოხდეს პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მუხლით აქვს დაწყებული გამოძიება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში