43 მძევალი გათავისუფლებულია - შსს ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

22 ოქტომბერი 2020, 01:03 1777 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

შსს-ს ინფორმაციით, ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში