თავდასხმა ბანკზე - შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება

22 ოქტომბერი 2020, 18:35 1166 ნახვა

გათავისუფლებული მძევლების გამოკითხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გრძელდება. გამოძიების შეკითხვებს ასევე უპასუხებენ თვითმხილველებიც. რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება. ვახტანგ გომელაურის თქმით, მთავარი ამოცანა იყო არავინ დაშავებულიყო სპეცოპერაციის დროს.

სხვა დეტალებთან დაკავშირებით კი ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. იყო თუ არა თავდამსხმელი მარტო თუ მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად? ან იმყოფება თუ არა იგი საქართველოს კონტროლილებად ტერიტოარიაზე, როგორც მინისტრი ამბობს, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში