ლევილის რეაბილიტაცია-შეხვედრა საქართველოს საელჩოში

23 ოქტომბერი 2020, 11:42 1157 ნახვა

ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველი ფაზის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე. ლევილის მმართველი საბჭოს  მორიგ სხდომაზე ასევე იმსჯელეს  სამუშაოების შინაარსობრივ საკითხებზეც. სამუშაოების მეორე ფაზა მომავალ წელს დაიწყება და გულისხმობს უშუალოდ ლევილის შატოს რეაბილიტაციასა და სამუზეუმო სივრცეების განთავსებას. სხდომას  ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში