პენიტენციური სამსახური - ორ ბრალდებულს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

24 ოქტომბერი 2020, 12:45 1003 ნახვა

კოვიდ-19 დაუდასტურდა N8 სასჯელაღსრულების  დაწესებულების ორ ბრალდებულს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ- ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ისინი   ახალდაკავებული პატიმრები არიან. 

პრევენციის მიზნით, ინფიცირებული პატიმრების ოთხივე თანამესაკნე  კი სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები, სადაც 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლიან PSR ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანენ  მათ ე.წ. მიმღებ დაწესებულებაში. 

  რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით აღჭურვილები არიან, ამასთან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PSR ტესტირებას გადიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში