სახალხო დამცველმა ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა

24 ოქტომბერი 2020, 12:25 1196 ნახვა

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის,  ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ომბუდსმენის აპარატში  აცხადებენ, რომ    უნდა ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.  სახალხო  დამცველი   ასევე  მიმართავს წინადადებით   პროკურატურას,  რომ  ნათია ზოიძის გარდა  კიდევ 2 ჟურნალისტის საქმეზე დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე.  აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ნათია ზოიძის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  იცავს. 

მაუწყებლის მენეჯმენტში სამწუხაროს უწოდებენ, იმას, რომ ორგანიზაცია რომელიც წესით უნდა იცავდეს მედია საშუალებებს, მოქმედებს საპირისპიროდ, რითაც სტრესულ და დაძაბულ გარემოს ქმნის მაუწყებელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში