ვითარება მთიან ყარაბაღში

24 ოქტომბერი 2020, 12:10 1021 ნახვა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს. სომხური მედიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად, დაინგრა შენობები და მაღაზიები, დაზიანდა გაზსადენი, დაიწვა ავტომობილი. ამასთან, სომხური მხარე ფრონტის ხაზის სამხრეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანის სპეცრაზმის დანაყოფისა და რამდენიმე ერთეული ტექნიკის განადგურების შესახებ იტყობინება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში სხვდასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. უწყება მოწინააღმდეგეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.ასევე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რამდენიმე მიმართულებაზე პოზიციები დატოვა და უკან დაიხია. 

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის მოსახლეობაზე დარტყმებს რეგულარულად ახორციელებენ. მისი განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაშვებული „სმერჩის“ ტიპის რაკეტა გორანბოის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში