ლიანა ჯოჯუას მორიგი    ბრძოლა   UFC –ში

24 ოქტომბერი 2020, 12:00 1142 ნახვა

ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე რიგით მესამე ბრძოლას დღეს 19:30 წუთზე გამართავს. 

UFC  254-ის ფარგლებში ლიანას მეტოქე მირანდა მავერიკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ჯოჯუას კარიერაში სულ 11 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან რვა მისი გამარჯვებით დასრულდა. ჯოჯუას მეტოქეს, 23 წლის მირანდა მავერიკს კი კარიერაში სულ შვიდი ბრძოლა აქვს მოგებული, ორ დაპირისპირებაში კი მან მარცხი განიცადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში