ხელვაჩაურში მომხდარი თავდასხმის  შედეგად დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება 

25 ოქტომბერი 2020, 15:30 1741 ნახვა

ამ დრომდე ეძებენ ხელვაჩაურში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ხიმშიაშვილების ოჯახზე თავდამსხმელს.  შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თავდამსხმელი იმ ოთახში შევიდა, სადაც ბაბუას და არასრულწლოვანს ეძინათ. ამ ოთახში იყო განთავსებული სეიფიც.

დაზარალებულის ძმა  ვარაუდობს, რომ სეიფის გატეხვას 2 თავდამსხმელი ცდილობდა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი ოჯახის უფროსი სასტიკად სცემეს და  გაიქცნენ. მისი ინფორმაციით  თავდამსხმელმა სახლიდან მხოლოდ მაჯის საათის გატანა მოახერხა, სეიფის გახსნა კი ვერ შეძლო. 

დაზარალებული ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით. მედიკოსების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და 51 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებასა და მუხლის დამძიმებას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში