ცესკოს  გადასატანი ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა

25 ოქტომბერი 2020, 18:05 1223 ნახვა

კლინიკებში, ე.წ-ულ კოვიდსასტუმროებსა და სახლში, თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეებმა  31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის  უნდა დარეკონ ცესკოს  სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრში, რათა გადასატანი ყუთით ისარგებლოს. მოთხოვნის დასაფიქსირებლად ასეთ ამომრჩეველს ვადა ხვალ,  22  საათამდე აქვს. 

სურვილის   შემთხვევაში   უნდა   დარეკოთ   ნომერზე   2 51 00 51 , შიდა ნომერი 0. ამ დროისთვის როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, 900-მდე მოქალაქემ  დააფიქსირა პოზიცია.

დადგენილება, რომლის მიხედვითაც  სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები  2020  წლის არჩევნებში ჩაერთვებიან,  ცესკომ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიიღო. უწყების სატელეფონო -საინფორმაციო ცენტრში ცხელი ხაზი მესამე დღეა მოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში