საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

26 ოქტომბერი 2020, 00:00 3237 ნახვა

კლინიკა „ჯერარსში“ კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

"აღნიშნულ ფაქტს კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი მათთან არ მუშაობდა. იგი კლინიკა „ჯერარსში“ სამკურნალოდ რეგიონიდან გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმია", - წერია, ტვ იმედია მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 604 და გარდაიცვალა რვა პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში