სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან და საჭიროების შემთხვევაში ექიმებს დაეხმარებიან - ჩხენკელი

26 ოქტომბერი 2020, 11:59 962 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს.

"დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორებს და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკკურსელების, რომლებმაც გაიარეს წრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დაეხმარებიან ექიმებს"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე განცხადებით, მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგოვანი და სიტუაციიდან გამომდინარე სტუდენტები ექიმებს დაეხმარებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში