ოჯახი, რომელიც პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, ''ამბავი არ უნდა ატეხოს'' - ჯანდაცვის მინისტრი

26 ოქტომბერი 2020, 12:07 1081 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ  საზოგადოების მხრიდან პაციენტის რეანიმაციაში განთავსებაზე "არანაირი ამბის ატეხვა" არ არის საჭირო. ექიმი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა მოქალაქეს რეანიმაციაში გადაყვანა. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ''ატეხილი ამბების'' ექიმები დიდი სტრესის ქვეშ არიან.

''თქვენ ახსენეთ ერთი ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი. არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ გააკეთებს დასკვნას ესაჭიროება მას რეანიმაცია თუ არა, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ის, რომ მას არ გააჩნია კომპეტენცია განსაზღვროს ესაჭიროება რეანიმაცია თუ არა. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ ამბავს ვერ ატეხავს. 

ამიტომ, ოჯახი, რომელიც პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს ამბავი.ვინაიდან, თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ პაციენტი ექიმს ანდოს, ის ექიმი მიიღებს დროულად გადაწყვეტილებას მისი სოცოცხლის დასაცავად რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ გადადგას. ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები არიან დიდ სტრესში. 

იქნებ როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად  მუშაობის საშუალება. ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ  და ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ექიმებს არა თუ ამბავი ავუტეხოთ, არამედ გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ  მდგრადობას'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში