ინკასატორის ძარცვაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი

26 ოქტომბერი 2020, 15:05 1643 ნახვა

ამ წუთებში  ბათუმის  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი იმ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ქობულეთში ინკასატორს თავს დაესხა და თანხა გაიტაცა. სხდომა  დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს  ბრალდებული ქობულეთში "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამავებმა  ბრალდებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა სახლში იპოვა.  დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში