ალიევი კიდევ 17 დასახლებული პუნქტის აღების შესახებ აცხადებს

26 ოქტომბერი 2020, 14:38 1401 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჯებრაილის, ზანგელანისა და კუბალტლინის რაიონებში აზერბაიჯანული არმიის მიერ კიდევ 17 სოფლის  აღების შესახებ იუწყება. ალიევის ამ განცხადების მიუხედავად  ერევანი  ირწმუნება, რომ თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროვოკაციას  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში სრულდება. ,,სომხური მხარე მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“ - წერს ტვიტერში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

თავდაცვის სამინისტრო და  დაპირისპირებული მხარეების სხვა წარმომადგენლები ერთმანეთს ზავის დარღვევეში ადანაშაულებენ, რომელც დღე დილის ადგილობრივი დროით  8 საათზე უნდა ამოქმედებულიყო.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში