ადამიანები შეიძლება თვითიზოლაციაში იყვნენ, ეს კი ჯანდაცვის სისტემაში ოფიციალურად არ ფიქსირდებოდეს - სახალხო დამცველი 

26 ოქტომბერი 2020, 16:48 1503 ნახვა

''სამწუხაროდ, დღეს მრავალი ათასი ადამიანი შეიძლება იყოს თვითიზოლაციაში ინფიცირებულთან კონტაქტის გამო ისე, რომ არ იყოს ოფიციალურად აღრიცხული ჯანდაცვის სისტემის მიერ, ვინაიდან კონტაქტები უკვე აღარ კონტროლდება და ადამიანები პირადი პასუხისმგებლობით გადადიან თვითიზოლაციებში'' - წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.

ნინო ლომჯარიას თქმით, მოქალაქეების ეს კატეგორია ან დაკარგავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას, ან დატოვებს თვითიზოლაციის ადგილებს, გამოცხადდებიან უბნებზე და შექმნიან დამატებით საფრთხეს.

''დღეს არის თვითიზოლაციაში მყოფთათვის ბოლო ვადა, რომ დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“) და მოითხოვონ გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

თუმცა, ცესკო გადასატანი ყუთის სიაში შეიყვანს მხოლოდ მათ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხვაში იმყოფება, როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირი (ინფიცირებული, თუ კონტაქტში მყოფი).

სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, ორგანიზება და მოგვარება არჩევნების ბოლო დღეებში მოხდა. დღეს არც დროა და არც საშუალება, ყველა მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია, რამდენ უწყებაში და სად უნდა დარეკოს მოქალაქემ, რომ არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობა შეძლოს'' - წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში