ვითარება მთიან ყარაბაღში

27 ოქტომბერი 2020, 10:13 1426 ნახვა

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობებს ავრცელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, გასულ ღამეს სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ იცავენ.

როგორც ბაქოში ამბობენ, 27 ოქტომბერს ღამით ზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან უხსნიდნენ. თავის მხრივ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩაიშალა და აზერბაიჯანი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აგრძელებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათ უკვე აქვთ მტკიცებულება, რომ აზერბაიჯანის არმია სხვადასხვა სამხედრო ამოცანის შესასრულებლად თურქულ ავიაგამანადგურებლებს, „ეფ-16“-ებს იყენებს. კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროც. მათი ცნობით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურად დაძაბულია.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც გენერალ-ლეიტენანტი ჯალალ ჰარუთუნიანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ გენერალ-ლეიტენანტი ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე დაიჭრა და შესაბამისად, მოვალეობის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში